აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა

“პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, კანონში შევიდა რამდენიმე საკვანძო დებულება საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე – სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

„13 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა. ამ კანონში შევიდა რამდენიმე საკვანძო დებულება საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე – სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მოსამართლეთა დისციპლინა, დანიშვნა და სასამართლო საქმეთა რაოდენობის მენეჯმენტი. თუმცა, ამ პაკეტის თანახმად, ინდივიდური მოსამართლის თანამდებობებზე შერჩევის უფლებამოსილება მიენიჭა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. არასამთავრობო ორგანიზაციების გაფრთხილების თანახმად, ეს უფლებამოსილება მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას, მომავალშიც იქონიოს გავლენა კონკრეტულ მოსამართლეებზე”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები