საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 12 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია – სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩქვალერი. აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ჯოჭო. კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფლები – ვერონა და რუსიანი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:

გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გომი. იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სკინდორი და საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი – ჭართალი. ქვემო ქართლი: თეთრიწყარო“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბოლო ხუთ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.

„ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები