იტალიაში კორონავირუსისგან უკვე 827 ადამიანია გარდაცვლილი

იტალიაში, უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსს 196 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 827–მდე გაიზარდა.

გარდა ამის, გასული დღის მონაცემით, ახალი შემთხვევების რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა და ჯამში 10590 შეადგინა. 1045 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ, ახალი შემთხვევების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა ახსნა იმით, რომ ლომბარდიიდან, წინა დღეებში, არასრული მონაცემი იყო მიღებული.

მისი თქმით, წინა აღრიცხვის დროს 600 პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ იყო ჩათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები