საბერძნეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცი ქვეყანაში თებერვლის ბოლოს ეგვიპტესა და ისრაელში მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა.

საბერძნეთში კორონავირუსით 99 ადამიანია ინფიცირებული.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები