აშშ–მა, კორონავირუსის საფრთხის გამო, საზღვრები ჩაკეტა – ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეძლებათ

​აშშ–ში 13 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა იკრძალება, გამონაკლისს მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელემიმართვის დროს განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლა აშშ–ის მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც შესაბამის შემოწმებას გაივლიან.

აშშ–ის ლიდერის თქმით, ვირუსი ქვეყანაში ფართოდ იმის გამო გავრცელდა, რომ ევროკავშირმა მგზავრობების შეზღუდვასთან დაკავშირებით საჭირო ზომები არ მიიღო. მისი თქმით, აშშ–მა ჩინეთიდან შესვლაზე შეზღუდვები მალევე დააწესა.

“აღნიშნული ზომების მიღების შემდეგ, შეერთებულ შტატებში ინფიცირების გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ეს ევროპაშია”, – განმარტა ტრამპმა.

აშშ–ში კორონავირუსით უკვე 1311 ადამიანია ინფიცირებული, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 4 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები