მარინა ენდელაძე: არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა.
„არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა. ზოგადად იცით, შემოსვლისას, უფრო ხშირად, არის მსუბუქი, მაგრამ შემდგომში ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მდგომარეობის გაუარესება. მაგრამ ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის საგანგაშო არაფერი არ არის. ყველა პაციენტის მართვა ხერხდება, განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.