ამირან სალუქვაძე: ფბ-ში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კრწანისში სასწავლო ცენტრის მშენებლობა შეჩერდა, სიცრუე იყო

“როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ფბ-ში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კრწანისში სასწავლო ცენტრის მშენებლობა შეჩერდა, სიცრუე იყო”,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ამ ცრუ ინფორმაციას ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

“როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ფბ-ში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კრწანისში სასწავლო ცენტრის მშენებლობა შეჩერდა, სიცრუე იყო. როგორც წესი, ამ ცრუ ინფორმაციებს უკავშირებენ შიდა, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს.
გუშინ თავდაცვის მინისტრმა ცენტრის შენობის ადგილას სიმბოლურად კაფსულა ჩადო.
სამეთაურო-სასწავლო ცენტრის მშენებლობა დასრულდება 2022 წელს, დაემთხვევა სწავლებების ჩატარებას. ცენტრში ჩატარდება როგორც ნაციონალური, ასევე საერთაშორისო სამეთაურო საშტაბო სწავლებები”, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები