გომბორის უღელტეხილზე ხანძარია
გომბორის ქედზე და სოფელ რუსიანის მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს უკიდია. როგორც “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ გომბორში,ზაზა ხიზანიშვილმა განუცხადა,მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივებიც მონაწილეობენ.
“ათამდე ახალგაზრდა შეუერთდა მეხანძრე-მაშველებს და ეხმარებიან ცეცხლის ჩაქრობაში,ვითარება გამწვავდება იმ შემთხვევაში,თუკი ამინდი გაუარესდება და ქარი ამოვარდება”,- განმარტა ხიზანიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცეცხლის ღია კერების ქრობის სამუშაოები და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.