სოფელ წითელხევში საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, მეფარიშვილების უბნიდან თეთრი ეკლესიისკენ მიმავალი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2/2კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და გაბიონები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს.”ჯეო-როუდ ინვესტი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 827 849 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები