ნიუ იორკში “კორონავირუსის პირობებში ბიზნესის წარმოებასთან” დაკავშირებული კონფერენცია ვირუსის საფრთხის გამო გადაიდო
ნიუ იორკში 12 მარტისთვის ჩანიშნული მრგვალი მაგიდა, რომელზეც “კორონავირუსის პირობებში ბიზნესის წარმოებაზე” უნდა ემსჯელათ, ვირუსის საფრთხის გამო გადაიდო.
კონფერენცია საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს უნდა ჩაეტარებინა. ამასთან, უცხოური მედია აღნიშნავს, რომ საბჭომ მიერ 11 მარტიდან – 3 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.
ნიუ იორკში, Confabs CFR-ის კონფერენციების გარდა, უამრავი ღონისძიებაა გაუქმებული, მათ შორის – ყოველწლიური ავტოსალონი.
ნიუ იორკის საავტომობილო დილერების ასოციაციაში 10 მარტს განაცხადეს, რომ ავტოსალონი აგვისტოს ბოლოს ჩატარდება.