თელავის რაიონულ სასამართლოში არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მოწმის სახით, ახმეტის პოლიცის განყოფილების თანამშრომელი მიხეილ ბერძენიშვილი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა დეტალურად აღწერა, გასული წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან განვითარებული მოვლენები. ბრალდების მოწმესთან კითხვები ჰქონდათ, როგორც მოსამართლეს და ადვოკატს, ასევე, ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს და პროკურორს.
სხდომას ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. შემდეგი პროცესი 17 მარტს 15:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რაა დროსაც, ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.