ამირან გამყრელიძე: საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია.

ამასთან, გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, ვინც დაუღალავად, 2 თვეა, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ სიტუაცია იყოს ქვეყანაში კონტროლირებადი და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები