ექიმი: ნიკოლოზ გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ უფიქსირდება
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება”, – ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტმა, მაია ზალდასტანიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
“ნიკოლოზ გამყრელიძე, მეათე პაციენტი, საბედნიეროდ, თავს ძალიან კარგად გრძნობს. არანაირი სიმპტომი კორონავირუსისა არ უფიქსირდება. იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლირებულია და მიმდინარეობს დაკვირვება”, – აღნიშნა ზალდასტანიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა.
საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა.