კორონავირუსი ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია – პირველი შემთხვევები ჩრდილოეთ კვიპროსზეც დადასტურდა
ჩრდილოეთ კვიპროსზე კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, რომელშიც COVID-19-ია დადასტურებული.
კვიპროსზე ვირუსი ექიმს დაუდგინდა, რომელიც პაციენტებთან დაავადების გამოვლენამდე იმყოფებოდა კონტაქტში.
Reuters-ის ინფორმაციით, დაინფიცრებულთაგან ერთი, 25 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა, მეორე – 64 წლის მამაკაცი კი – ბრიტანეთიდან
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 64 წლის ექიმი ნიქოზიის მთავარი ჰოსპიტლის კარდიოქირურგიულ განყოფილებაში მუშაობს.
ამის პარალელურად, ევროპის პარლამენტმა მიმდინარე კვირის პლენარული სესია შეამოკლა.