საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საფრანგეთის კულტურის მინისტრი, ფრანკ რისტერი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ რისტერმა გასულ კვირას რამდენიმე დღე გეროვნულ საკრებულოში გაატარა, სადაც მანამდე დაავადების რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი, კერძოდ, ვირუსი 5 დეპუტატსა და დაწესებულების ორ თანამშრომელს დაუდგინდა.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის კულტურის მინისტრი ორკვირიან შვებულებაში გავიდა და თავს კარგად გრძნობს, დაავადება მისთვის “პატარა გრიპს” წარმოადგენს.
მთავრობაში აღნიშნეს, რომ მინისტრი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.