საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან მდებარე სასტუმროში 30 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები ტურებით იტალიაში იმყოფებოდნენ.
“შემოყვანილია 30 მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან, სიმპტომების შემთხვევაში კი ანალიზების აღება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მოხდება.
რაც შეეხება ერთ მოქალაქეს, რომელსაც საჩხერეში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა – მისი ჯანმრთელიბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება ბოქსირებულ პალატაში”, – თქვა ქამუშაძემ.