ნათია სულავა კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია სულავა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო.

კომისია, რომელიც პრემიერის განკარგულებით შეიქმნა, ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს აერთიანებს, რათა კოორდინირებულად განხორციელდეს კორონავირუსის თავიდან აცილება.

საქართველოს პრეზიდენტი ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ფლობდა ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები