დაბა ლიკანის ტყეში ხანძარია (ვიდეო)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ლიკანის ტყეში ხანძარია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

“დასახლებულ პუნქტთან არ არის ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. თავდაპირველად, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, მოგვიანებით ის ტყის მასივზე გადავიდა”, – განაცხადეს უწყებაში.

16-სართულიანი შენობის უკან დაკვამლიანება პირველად ადგილობრივებმა შენიშნეს. ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები