თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა. LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.