მამუკა მდინარაძე: არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება, ჩვენ არათუ 40%-ს, არამედ 50%-საც გადავცდებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოალიციის შექმნის საჭიროება არ დადგება, რადგან “ქართული ოცნება” არათუ 40 პროცენტს, არამედ 50 პროცენტსაც გადაცდება.

მისი თქმით, კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური.

„არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება, რადგან ამ მოდელში არსებობს შესაძლებლობა, როგორც კი, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი 40 პროცენტს გადასცდება, მას კოალიციის შექმნის საჭიროება არ აქვს. ჩვენ არათუ 40 პროცენტს, არამედ 50 პროცენტსაც გადავცდებით, ამას ხალხის მხარდაჭერა უზრუნველყოფს და განაპირობებს. ამიტომ კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური. „ქართული ოცნების” გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ მყარ უმრავლესობას და იმდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება და საფრთხე არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები