სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, სერგო ლალიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. მათი განმარტებით, პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა, ახლა კი თანმდევი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს.
სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ.