დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების მესამე ფაქტი დაფიქსირდა.

დაღუპული, დაახლოებით, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი აღმოჩნდა.

პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოიწვევს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას, რათა განიხილოს, რა ზომები იყოს მიღებული ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად.
შეხვედრაზე, შესაძლოა, შემოიღონ ისეთი შეზღუდვები, როგორებიცაა დიდი ღონისძიებების გაუქმება, სკოლების დახურვა და სახლიდან მუშაობის ხელშეწყობა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 278-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები