გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი.

ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები