ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დუმბაძის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოედნის მოასფალტება და წყალანირების სამუშაოები განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 426 718 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დაბა ჩოხატაურის ცენტრში, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ახალი საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. პროექტის ღირებულება 620 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებს კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები