დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 2 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 163-ს მიაღწია, აქედან 2 დაიღუპა.

ერთ-ერთი დაღუპული ასაკოვანი ქალბატონი იყო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მეორე ინფიცირებული მილტონ კეინსში დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 100 347-ს შეადგენს. დაღუპულია 3.408 ადამიანი, განიკურნა – 55 753.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები