გია ვოლსკი: საარჩევნო სისტემაზე ჩვენი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაშია, ძალაშია
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებების თაობაზე მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადება ძალაშია, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაშია. როგორც მან აღნიშნა, ეს საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა პარტიებმაც ფურცელზე უნდა წაიკითხონ.
„ბარიერთან დაკავშირებით იყო ცალკეული განცხადებები – ერთპროცენტიანი, თუ სამპროცენტიანი, ეს თემაც სპეკულაციის საგანი გახდა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, რომელიც შესაბამისობაშია ქვეყნის ინტერესებთან. ყველა შემთხვევაში ფურცელზე უნდა წაიკითხონ საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა პარტიებმაც, რას ვფიქრობთ ამასთან მიმართებით. ვფიქრობ, კანონპროექტის დარეგისტრირება უფრო რელევანტურია“, – განაცხადა ვოლსკიმ.