“მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ მისმა შვილებმა, მეოთხე თაობის პოლიტიკურმა ემიგრანტებმა დღეს შეიძლება არაიდეალურად, მაგრამ ძალიან კარგად იციან ქართული ენა”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისმა შვილებმა ქართული ენა იციან.
მდინარაძის თქმით, მისთვის სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის შვილები, მეოთხე თაობის პოლიტიკური ემიგრანტები ქართულ ენაზე საუბრობენ.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, რომ მისმა შვილებმა, მეოთხე თაობის პოლიტიკურმა ემიგრანტებმა დღეს შეიძლება არაიდეალურად, მაგრამ ძალიან კარგად იციან ქართული ენა და ქართულ ენაზე საუბრობენ. ეს მხოლოდ პლუსია თქვენი, ქალბატონო სალომე, ასევე, თქვენი შვილების, რომ თქვენ, თქვენმა მშობლებმა შეუნარჩუნეთ შვილებს ქართული ენა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.