გორში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორში 29 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, იგეგმება დაზიანებული ნალესის ჩამოხსნა, აღდგენა და შეღებვა, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლება, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენა და შეღებვა, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობა და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცვლა.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს 1 391 000 ლარი მოხმარდება.

“პროექტის მიმდინარეობისას, იმედი გვაქვს თქვენთან თანამშრომლობის. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სილამაზეზე. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტენდერი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეს გაგრძელდება”,  – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები