ლევან კობერიძე: ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებს

“ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” არ დავესწრებით (პოლიტიკური ფორმა – ბოიკოტი )სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

მან სოციალურ ქსელში აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა.

“საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განცხადება პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვისა და მონაწილეობისაგან უარის თაობაზე.

“ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების არსებული რეგლამენტი არ ითვალისწინებს ინტერაქტიულ დისკურსს და, უმეტესად, რჩება ფორმალურ პროცესად, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არ მიიჩნევს შინაარსობრივად საინტერესოდ აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას, რამდენადაც ვერ იქნება გაცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
შესაბამისად, ფრაქცია იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით მონიჭებულ უფლებას და წარმოგიდგენთ განცხადებას 2020 წლის 4 მარტს დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე უარის თაობაზე (ბოიკოტი), რომელიც განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას”, – წერს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები