ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერს, ასლან ბჟანიას პნევმონია დაუდგინდა

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატსა და ოპოზიციის ლიდერს, ასლან ბჟანიას პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული დიაგნოზი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს კრასნოდარის საავადმყოფოში დაუდგინეს, სადაც ის ინტენსიურ მკურნალობას გადის.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, ამ დროისთვის, ბჟანიას დადებითი დინამიკა აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის საავადმყოფოში, შემდეგ კი კრასნოდარში გადაიყვენეს. აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები