გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ, მათ შორის, უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა ირანის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჰოსპიტალში ორი დღის წინ მოათავსეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ამ დროსითვის, 20 პაციენტი რჩება, რომლებსაც კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. აქედან 5 ირანის მოქალაქეა, 3 სამხედრო პირი და 12 საქართველოს მოქალაქე. სამედიცინო დაწესებულებიდან 10 პაციენტის ანალიზის ნიმუში გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, რომელთა პასუხიც უარყოფითია.