“ოპოზიციაში იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არცერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით არ აქვთ, ამიტომ ისინი რევოლუციურ გზას ავითარებენ”

“ხელისუფლებამ რაც  უნდა შესთავაზოს “ნაცმოძრაობასა” და მის სატელიტებს, არცერთ შემთხვევაში ისინი არ დაეთანხმებიან ამ შეთავაზებას, ზუსტად იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არცერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით არ აქვთ”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის” თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ გზას ავითარებს.

“ხელისუფლებამ რაც  უნდა შესთავაზოს “ნაცმოძრაობასა” და მის სატელიტებს, ე.წ. ოპოზიციურ ერთობას არცერთ შემთხვევაში ისინი არ დაეთანხმებიან ამ შეთავაზებას იმიტომ, რომ ზუსტად იციან, მოცემულ მომენტში ამ ადამიანებს არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არცერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით. ამიტომ ისინი ავითარებენ სწორედ რევოლუციურ გზას”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები