მარინა ეზუგბაია: ამჟამად, საავადმყოფოში 24 პაციენტია, აქედან 11-ს, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების მიზნით, ანალიზს დღეს აუღებენ

“ამჟამად, ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამჟამად  ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები