აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას ითხოვენ

სოხუმში აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას მომხმრეები სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვენ.
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან ბჟანიას მშობლიური სოფლის – ტამიშის მკვიდრები შეიკრიბნენ. დელეგაცია ბგანბას კაბინეტში ავიდა და მისი გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ასლან ბჟანიას გარეშე 22 მარტისთვის ჩანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.
ბოლო დღეებში ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ის და მისი დაცვის წევრები მოწამლეს.
დღეს დილას ოპოზიციონერი მედიკამენტოზური კომიდან გამოვიდა.
22 მარტისთვის დაგეგმილ არჩევნებში ბჟანიას გარდა მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ვიცეპრემიერი – ადგურ არძინბა და ყოფილი ე.წ. შს მინისტრი – ლეონიდ ძაფშბა.

ბჟანიას საავადმყოფოში გადაყვანის გამო, არძინბამ და ძაფშბამ ამომრჩევლებთან შეხვედრები შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები