“ოპოზიციას საარჩევნო ბარიერი რამდენი უნდა, თქვას და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად, არასერიოზულია”
“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება, ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 130/20-ზე, 125/25-ზე, რაც გუშინ გაახმოვანეს, რაც უნდა გადათამაშება იყოს, ხომ იმ პრინციპის დაზღვევას ემსახურება, რასაც 40-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქვია? ანუ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა და მთავრობა ვერ დააკომპლექტოს. თუ ისეთ ფორმულასა და მექანიზმს ვთავაზობთ, სადაც ყველა ვარიანტში გარანტირებულად 40 პროცენტითა და უფრო დაბალი პროცენტით 76 მანდატის მიღება ხდება, რაღა მნიშვნელობა აქვს, მათთვის მაჟორიტარი 20 იქნება, 25 თუ 40? რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს საუბარი. საარჩევნო ბარიერი რამდენი უნდათ, თქვან და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში. არანაირი პრობლემა გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.