ადამ კინზინგერი: პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს

„იმედი მაქვს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებზე დასმული კითხვის საპასუხოდ კინზინგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ (საარჩევნო სისტემის) რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში”, – განაცხადა კინზინგერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები