გიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის დაცვის გაუქმება გზააბნეული “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მისთვის დაცვის გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მან პირადი დაცვის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახვას ემსახურება.

„გუშინ მომიწია გულითადი მადლობის თქმა ჩემი პირადი დაცვის წევრებისთვის შესანიშნავი სამსახურისთვის და მათთან გამომშვიდობება – ეს საუკეთესო თანამებრძოლების გუნდია.

ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარო პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები