სოფო კილაძე: როდესაც ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, ლუი XV მახსენდება

ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის” თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო. ანუ, ამათი ინტერესი არის რეალურად ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა ქვეყანას ეს რად დაუჯდება, როგორ იქნება, არ აინტერესებთ,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები