ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტულმა ბიზნესმა, ორ თვეში, კორონავირუსის გამო, 2 მილიარდი ევრო დაკარგა

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტული ბიზნესი ზარალს განიცდის.

BFM-TV წერს, რომ იანვარ-თებერვალში წევრ ქვეყნებში ტურისტებმა 2 მილიონით ნაკლები ღამე გაატარეს, ყოველთვიური ზარალი კი, 1 მლრდ ევროს შეადგენს.

ამის შესახებ შიდა ბაზრის საკითხთა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.

“უკვე ორი თვეა ევროპაში ჩინელი ტურისტები არ ჩადიან, რაც ტურისტულ საქმიანობაზე ისახება”, – აღნიშნა ბრეტონმა და დასძინა, რომ კორონავირუსს შედარებით ნაკლები გავლენა აქვს ეკონომიკის სხვა სექტორებზე, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა მარტის ბოლოს წლის პირველი კვარტლის შეჯამება, რომ საბოლოო სურათი გახდეს გასაგები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები