მთავრობამ ბანკებისაგან 70 მილიონი ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 160 100 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.930 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.839 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები