გიორგი ვაშაძე მთავრობის შეთავაზებაზე – “არანაირი შეთანხმება არ არსებობს, სამწუხაროდ”

არანაირი შეთანხმება არ არსებობს, სამწუხაროდ, – ასე უპასუხა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას დათანხმდება თუ არა ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას, 2020 წლის არჩევნები 110/40-ზე სისტემით ჩატარდეს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზზე ყოფნის დროს განაცხადა.
ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციური სპექტრი დღეს შეიკრიბება.
“მე არ ვიცი რა შეთანხმებაზე საუბრობენ. მე არ ვიცი რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად. მე ერთი რამ ვიცი – დღეს გვაქვს შეხვედრა ოპოზიციის იმ სპექტრს, რომელიც პირველი წუთიდან ერთად დგას რომ საქართველომ მოიპოვოს დემოკრატიული, ნორმალური არჩევნები. ყველა ადამიანი, ვისაც დღეს უჭირს და უმძიმეს მდგომარეობაშია, უმუშევარია, მობეზრდა უბრალოდ ეს კალამბური სიტყვებით და ციფრებით თამაში, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. არანაირი შეთანხმება არ არსებობს, სამწუხაროდ. დიახ, ისინი უკან იხევენ”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები