პარლამენტის ბიუროს სხდომა კვლავ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებული კვოტების ცვლილების შესახებ იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, დღევანდელი შეხვედრაც ოპოზიციის გარეშე ჩაივლის.

“ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემების გამო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, ოპოზიცია შესაძლოა საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს.

“ჯერ კიდევ ველოდებით მოლაპარაკების შედეგების შედეგებს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაძლებლობის ფანჯარა იხურება და, შესაბამისად, საპარლამენტო ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას. შეთანხმება თუ შედგა და პოლიტიკური ცხოვრება ნორმალიზაციისკენ წავიდა, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა განიხილონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს არ განიხილება,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები