მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება, უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება

სხვა ფაქტი არ არსებობს გარდა იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება უნდა შედგეს იმდენად დახვეწილი, იმდენად პროპორციულთან მიახლოებული და სამართლიანი სისტემა იყო მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში მოლაპარაკებების შედეგის ასახვის მაქსიმალური თეორიული დრო 9 მარტია.

„თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. სხვა შემთხვევა, სხვა ფაქტი არ არსებობს გარდა იმისა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს იმდენად დახვეწილი, იმდენად პროპორციულთან მიახლოებული და სამართლიანი სისტემა იყო მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ. მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დაზღვევის მექანიზმზე, რომელიც გამორიცხავდა მათ წუხილს. ერთპიროვნულად „ქართული ოცნება“ ცვლილებებს ვერ გაიტანს იმიტომ, რომ მას დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და პარლამენტმა ცვლილება ვერ მოახდინა სწორედ მათ გამო, ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით.  შემდეგი შეხვედრის გამართვის თარიღი და ასევე შეთანხმებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი არის 9 მარტი და თუ 9 მარტამდე შეთანხმება არ შედგა, ვერც პრაქტიკულად და ვერც თეორიულად, ვერ შევძლებთ კონსტიტუციაში მოლაპარაკებების შედეგის ასახვას”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები