ხელვაჩაურში მოსახლეობა ქვათაცვენის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს

სოფელ ქეთქეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ხელვაჩაურის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფელში, წლების განმავლობაში არსებულ ქვათაცვენის პრობლემაზე საუბრობენ. მოსახლეობის თქმით, ხეობაში ბოლო პერიოდში ახალი კერები გაჩნდა, საიდანაც ქვები ინტენსიურად ცვივა. ადგილობრივები იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. შეკრებილებთან იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. ხელვაჩაურის მერიაში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ პრობლემას ადგილზე გაეცნობიან. უახლოეს დღეებში ხეობის ტერიტორიას დაათვალიერებენ გეოლოგებიც. შესაბამის ღონისძიებებს კი სპეციალური დასკვნის შემდეგ განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები