ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი სპეციალური ავტომობილით შემოწმებაზე გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი  სამხედრო იყო, რომელიც ბოლონიაში, რისკ ზონაში იმყოფებოდა.  მას ტემპერატურა არ ჰქონდა და მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ. შესაბამისად,  ის სამხედროებმა გორში წაიყვანეს. მეორეს კი, ასევე ბოლონიიდან ჩამოსულს, ტემპერატურა აღენიშნებოდა და უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ.

აღნიშნული რეისით  სულ 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები