თენგიზ ცერცვაძე: კორონა ვირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონა ვირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს მცირე ტემპერატურის მატება, ხოლო ორ მამაკაცს არანაირი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.

„ამ დილით მივიღეთ პასუხი გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით, რომლითაც დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა ახალი კორინა ვირუსით. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იმოდზაურა ირანის ქალაქ ყუმში. ეს მესამე შემთხვევა ანალოგიურია პირველი შემთხვევის. ისიც იყო საქართველოს მოქალაქე, მანაც იმოგზაურა ქალაქ ყუმში, ასე, რომ ეს უკვე სერიოზული კერაა და ყველა იქიდან ჩამოსული პაციენტი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაკავშირებულია ქალაქ ყუმში მოგზაურობასთან.
საბედნიეროდ, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება – 37.1 გრადუსამდე. ამ ორს მამაკაცს კი, არანაირი კლინიკური სიმპტომები, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, ისინი იმყოფებიან ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგისა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები