მარინა ეზუგბაია: 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

„ამ ქალს, როგორც ვიცი განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა იმ პირებთან რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა. მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები