დმანისში რეაბილიტაცია კიდევ ერთ სტადიონს ჩაუტარდა
დმანისში რეაბილიტაცია კიდევ ერთ სტადიონს ჩაუტარდა. სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად, დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები. სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12757.96 ლარი შეადგინა.