საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა, მეორე შემთხვევის შესახებ კი, დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები