ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, არ გვაქვს პანიკისა და განგაშის საფუძველი, სიტუაცია კონტროლდება

მობილიზებულია ბათუმში ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისში ინფექციური საავადმყოფო, ზუგდიდში, თბილისში მობილიზებულია როგორც ინფექციური საავადმყოფო, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა ეს საავადმყოფო პაციენტებისგან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოროგი საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს, რომ პანიკის და განგაშის საფუძველი არ არის. მისი სიტუაცია არის კონტროლირებადი.

„მე მოვისმინე, რა პრობლემა შეექმნათ ჩვენს გარკვეულ უწყებებს მუშაობის პროცესში, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო ეს პრობლემები. მათ მიეცათ შესაბამისი დავალებები. მობილიზებული არის ბათუმში ინფექციური საავადმყოფო, ასევე მობილიზებულია ქუთაისში ინფექციური საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, სადაც ამ ეტაპზე საჭიროება არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის როგორც ინფექციური საავადმყოფო, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო. მობილიზებული არის ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა ეს საავადმყოფო პაციენტებისგან. ჩვენ გვაქვს აქ საკმარისი საწოლ ფონდი, რათა დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. ასევე საკარანტინე რეჟიმში მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რათა მგზავრები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ კარანტინი და გადაყვანა არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაციის პირობებში, დროულად მოხდეს გადაყვანა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი. ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები